როდესაც ამ ფოტოს ნახავთ, დარწმუნდებით, რომ მოდელი თაკო ჩხეიძე დედის ზუსტი ასლია. მცირე ხნის წინ მან დედასთან, ხათუნა ვაშაძესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მას დაბადების დღე მიულოცა. სოციალურ ქსელში ფოტომ დიდი მოწონება დაიმსახურა. ახლა უკვე ეჭვს აღარ იწვევს, ვისგან ერგო ასეთი სილამაზე მემკვიდრეობით თაკოს.
როგორც ის წერს, ყველაზე მზრუნველი, თბილი და სამართლიანი დედიკო ჰყავს.