წარმოიდგინეთ, ბიონსესა და ნიკი მინაჟის ფანების გაოცება და ბედნიერება, როდესაც ორივე კუმირს ერთად, ერთ სცენაზე, ერთნაირად თითქმის გაშიშლვებულს მოჰკრეს თვალი – რამდენიმე დღის წინ არენბისა და პოპის დივებმა ერთობლივი სიმღერა შეასრულეს და როგორც ჩანს, ვოკალში მომზადებაზე ბევრად მეტად ვიზუალურ ეფექტურობაზე იზრუნეს – ორივე მათგანი თითქმის გამჭვირვალე ბოდეში იყო გამოწყობილი და სხეულის მომრგვალებულ ნაწილებს ამაყად იქნევდნენ მაყურებლის წინაშე.
გოგონებმა “Feeling Myself” “თაიდალის” ივენთზე იმღერეს. როგორც ლაივის შემდეგ გამოხმაურებებმა გვამცნო ნიკის საამაყო საჯდომზე ბევრად მეტი მოწონება ბეიონსემ დაიმსახურა, თუმცა, საერთო ჯამში, ორივე მათგანის გამოსვლას დიდი აღფრთოვანება მოჰყვა. პრინციპში, შემსრულებლების თაყვანისმცელები კუმირებისგან სცენაზე ნახევრად შიშვლად შესრულებას უკვე მიჩვეულები არიან, გარდა ამისა მომღერლები ფანებს ძირითადად ეროტიკული ხასითის ფოტოსესიებით ახალისებენ.
ცოტა ხნის წინ ნიკის სელფშოთმა სოციალურ ქსლებეში დიდი მოწონება, მრავალი ლაიქი და დადებითი შეფასებები დაიმსახურა – კადრში ნიკის უზარმაზარი ბიუსტი ჩანს, შემსრულებელი ნაზად იღიმის, რაც მისი სასცენო იმიჯისგან რადიკალურად განსხვავებულია, თუმცა, თაყვანისმცემლები მინაჟის მკერდის მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებენ.