სვანეთში გაშიშვლებული ბიჭის მხარდასაჭერად, თინა მახარაძე სახალხოდ გაშიშვლებას აპირებს

0
3030

სვანეთში გაშიშვლებული ბიჭის მხარდასაჭერად, მსახიობი თინა მახარაძე სახალხოდ გაშიშვლებას აპირებს.

“ის ბიჭი, რომელსაც “აღიარებითი ჩვენება” მიაცემინეს, არის კლასიკური ძალადობის მსხვერპლი და მოძალადე უნდა დაისაჯოს, თითოეულ იმ ადამიანთან ერთად რომელმაც ძალადობის ეს აქტი განახორციელა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

და თუ ამ ტიპისა და მისი თანამეინახეების წინააღმდეგ არ იქნება შესაბამისი ზომები მიღებული (რაც ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ მათი დაუსჯელობის სინდრომი გაქარწყლდეს, შემდგომში თვალებახვეულ ადამიანებს თავები არ წააცალონ და სხვა მათნაირი გონებაჩლუნგი აგრესორებისთვის მაგალითები არ იყვნენ), მე პირადად, ჩემს ბევრ მეგობართან ერთად, მივმართავ პარტიზანული სიშიშვლის აქციას და გავიხდი ყველგან, სადაც მსგავს ტიპებს თავიანთი ულვაშის ლუსკუმები ელანდებათ” – წერს მსახიობი.

თინა მახარაძის სტატუსს, ისევე როგორც ზოგადად ამ ამბავს, სოციალურ ქსელში, დიდი პოლემიკა მოჰყვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here