რუდოლფ ავდალინოვი რამდენიმე თვის წინ, საზოგადოებამ სვანეთის ფონზე გადაღებული, სკანდალური ფოტოს საშუალებით გაიცნო. რუდოლფს სვანური კოშკების ფონზე, შიშველი ფოტოს გადაღებისთვის, სვანებმა ბოდიში მოახდევინეს, მაგრამ მისი პოპულარობა ძალიან გაიზარდა. რუდოლფი „დღის შოუს“ სტუმარი იყო, სადაც საკუთარი ახალი გატაცებების შესახებ ისაუბრა.
“ებრაელი ვარ, საქართველოში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ჩემი სახელის და საქციელის გამო, ხალხს გერმანელი ვეგონე. ერთი წელია ავტოსტოპით ვმოგზაურობ და თითქმის მთელი საქართველო მოვიარე. ერთ დღესაც მივხვდი, ცვლილებები მინდოდა ცხოვრებაში, ვეკითხებოდი ჩემს თავს, რატომ არ ვარ ბედნიერი. არც მშიოდა და არც მწყუროდა, მაგრამ ბედნიერი არ ვიყავი. შეგრძნება მქონდა იმის, თითქოს რაღაც მაწუხებდა, აწმყოს შეგრძნება არ მქონდა. ძიებაში ვიყავი, ვმოგზაურობდი და მივხვდი რომ ცხოვრება ბედნიერებაა. პირველად ხევსურეთში წავედი სამოგზაუროდ და უკვე თითქმის ყველა კუთხე მოვიარე“ – განაცხადა რუდოლფმა.
სკანდალურმა ახალგაზრდამ, ის ინციდენტიც გაიხსენა, რომლითაც მთელმა საქართველომ გაიცნო: “სვანეთში მომხდარი ამბავი ჩემთვის კურიოზია. შესაძლოა ახლაც გადამეღო ის ფოტო მაგრამ აღარ გავავრცელებდი. როცა ის ფოტო გადავიღე და ინსტაგრამზე ავტვირთე, სამი კვირა არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია, მე ვინც მიცნობს ყველამ იცის ჩემი ხასიათი და არ გაჰკვირვებიათ, მაგრამ შემდეგ, როცა გავრცელდა ეს ფოტო, საიდან მოხდა და როგორ არ ვიცი, მე ყველა კუთხის წესებს პატივს ვცემ“ – განაცხადა რუდოლფმა.
https://www.youtube.com/watch?v=1lzdlm8jPew