“ამდენი ხანი ვითმენ, ვითმენ… სულ რამდენიმე ფოტოს დავდებ რა დე, არ მეჩხუბოთ” – ამ სათაურით ირაკლი ალასანიას ცოლი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში შვილის, ნიკა ალასანიას ჯვრისწერის ფოტოებს ასაჯაროებს. მისი რჩეული ნუცა ადამიაა.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, პატარძალმა ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო ქორწილის წვიმიან დღეს, მას თეთრი საპატარძლო კაბა და შავი ფერის ბათინკი ეცვა.