ნინო სუხიშვილი უკრაინაში, კერძოდ, კიევში 12 მარტს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის საქართველოს დროშის ფერებში გადაწყვეტილი თაიგულითაა გადაღებული და წერს, რომ ბევრი კოლექტივი ვერ დაიკვეხნის, რომ ერთ-ერთ დიდ დარბაზში, სადაც 4000 კაცი ეტევა, ანშლაგით 5 კონცერტი გაემართოთ. „სუხიშვილებმა“ ეს შეძლეს და ტურნეს აგრძელებენ.
გთავაზობთ ნინო სუხიშვილის სტატუსს ამ თემაზე:
„Ukraine, Kiev 12.03.2019
ბევრი ვერ დაიკვეხნის 5 ანშლაგს „Palace Ukraina “-ში, სადაც 4000 მაყურებელი ეტევა! მეამაყება, რომ ქართველი ვარ, მეამაყება, რომ ერის საქმეს ვაკეთებთ, დაე, მუდამ უკრან ტაში ჩვენს ქვეყანას!.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის!
ვაგრძელებთ ტურს, დღეს 38-ე კონცერტი გვაქვს“.