სუხიშვილების განახლებული პროგრამა თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე წარსდგა

0
9274

ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები ის ფენომენია, რომელთა კონცერტებზე მაყურებელს მუდმივად ტანში ჟრუანტელი უვლით და შინ დადებითი ემოციებით ბრუნდებიან. სუხიშვილები, განახლებული პროგრამით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში წარსდგნენ, სადაც 3 ახალი კომპოზიცია წარუდგინეს მაყურებელს. ახალი ცეკვები საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. ყველა ცეკვას თავისი მოტივი აქვს. ისინი ჩვენი ქვეყნის კუთხეებიდან აღებულ ილეთებზე დაყრდნობით შეიქმნა, რომელიც იყო იმერული, სვანური, მეგრული, ოსური თუ აფხაზური. რაც შეეხება მუსიკას, ორი კომპოზიციის ავტორი ნიაზ დიასამიძე გახლდათ, ერთი კი ანსამბლ სუხიშვილების ორკესტრის და ილიკო სუხიშვილის არანჟირებით გაკეთდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here