„სუხიშვილები“ საქართველოს ნაწილის ოკუპაციას სპეციალური საპასპორტეებით აპროტესტებენ

0
1596

ბრენდმა Giovanni Morra -მ რომელიც სხვადასხვა სახის აქსესუარებს უშვებს, ახალი და განსხვავებული პასპორტის ბუდეები შექმნა.

საპასპორტეები, რომლებიც საქართველოს ნაწილის ოკუპაციას აპროტესტებს, გაყიდვაში მცირე ხნის ჩაეშვა. იდეის ავტორი და შემსრულებელი გიორგი პოპიაშვილია.

როგორც „ფორტუნასთან“ Giovanni Morra-ს წარმომადგენელმა განაცხადა, მათ გადაწყვიტეს, შეექმნათ პლატფორმა ადამიანებისთვის, საკუთარი ხმის და პროტესტის გასავრცელებლად.

საპასპორტეებმა უკვე დიდი პოპულარობა მოიპოვა. ახლახან „სუხიშვილებმა“ გაავრცელეს ფოტო, საიდანაც ჩანს, რომ ანკარაში მათი წევრები სწორედ ასეთი საპასპორტეებით გაემგზავრნენ.

მათმა ამ ნაბიჯმა თაყვანისმცემელთა მხრიდან დადებითი გამოხმაურება გამოიწვია. საპასპორტეებს, რომლებსაც აწერია, რომ ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, სულ უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here