„სუხიშვილები“ ახალი პროგრამით უპოვართა სასადილოს დასახმარებლად!..

0
1279

„სუხიშვილები“ და საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გული“ ერთიანდება უპოვართა დასახმარებლად!

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან მდებარე პატარა უფასო სასადილო უკვე 6 წელზე მეტია, ყოველდღე ცხელი სადილით უმასპინძლდება 150-ზე მეტ გაჭირვებაში მყოფ ადამიანს. უპოვართა რიცხვი დღითიდღე იზრდება.

სახსრების სიმცირის გამო სასადილომ შეიძლება ვეღარ მოახერხოს კეთილი საქმის გაგრძელება…

16 ნოემბერს, 20:00 საათზე ერთად, ერთმანეთისთვის, სიკეთისთვის ტარდება საქველმოქმედო კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

კონცერტზე შემოსული თანხა სრულად მოხმარდება უპოვართა სასადილოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here