სტუმრად რიანასთან: სად ცხოვრობს ვარსკვლავი (ფოტო)

0
2727

რიანა ახალი სახლის მფლობელი გახდა. დასავლეთ ჰოლივუდში პრესტიჟული ვილის მფლობელი ის 6,8 მილიონ დოლარად გახდა. სახლი 1672 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, საიდანაც საცხოვრებელ ფართს 670 კვადრატული მეტრი უკავია. სახლში 6 საძინებელი, 9 აბაზანა და ერთი სპა-სალონი, სახლის კინოთეატრი, სათამაშო ოთახი, ბილიარდი და სატრენაჟორო დარბაზია. ტერიტორიაზე აუზი, ჯაკუზი და 8 ავტომობილის პარკირებისთვის განკუთვნილი ავტოფარეხია.

აღსანიშნავია, რომ კენდალ ჯენერს თავისი სახლი რომ არ გაეყიდა, რამდენიმე კვირის წინ, რიანა მისი მეზობელი იქნებოდა, რადგან სახლი იმავე უბანში მდებარეობს. შეგახსენებთ, რომ ჯენერი სახლს შემაწუხებელი თაყვანისმცემლების გამო შეელია, პარალელურად კი ის რამდენჯერმე გაქურდეს და 200 ათასი ღირებულების სამკაული მოპარეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here