ქართველი მუსიკოსის, პოეტისა და მწერალის, ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებამ, არავის გაუკვრიდება თუ ვიტყვით, რომ წლებს გაუძლო. ირაკლიმ მუსიკალური მოღვაწეობა 1976 წელს ჯგუფ “არიშთან” ერთად დაიწყო. მუსიკოსის სოლო – გამოჩენა კი სიმღერას “war is over” უკავშირდება. 90-იან წლებში, გერმანიაში ჩაწერილი ირაკლის პირველი ალბომი, დღემდე ითვლება ქართულენოვანი ალტერნატიული დისკების ერთ-ერთ მთავარ ნიმუშად. მუსიკოსს ფესევდონიმით “მეფე” მოიხსენიებენ, მას ყველა თაობაში ჰყავს ერთგული მსმენელი, ამიტომ ჩვენს ქვეყანაში ხშირია საღამოები, რომელიც ხელოვანის შემოქმედებასა და მოღვაწეობას ეძღვნება. თსუ-ის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში, სტუდენტებმა ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო: “მოდი აქ“ გამართეს, რომელშიც მონაწილეობა არაერთმა ახალგაზრდა მომღერალმა მიიღო.