28.8 C
Tbilisi
Monday, August 1, 2022

სტივენ ტაილერი დონალდ ტრამპს აფრთხილებს

სტივენ ტაილერი დონალდ ტრამპზე გაბრაზებულია – საქმე იმაშია, რომ მთელი საპრეზიდენტო კამპნაიის განმავლობაში მილიარდერი და შეერთებული შტატების პრზიდენტობის კანდიდატი ძალიან ხშირად იყენებს Aerosmith-ის სიმღერას, “Dream On”-ს.

აგერ უკვე მეორედ კი ბენდის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ კანდიდატს ოფიციალური წერილი გაუგზავნა და მოსთხოვა, რომ ნამუშევარი კამპანიიდან ერთხელ და სამუდამოდ ამოიღოს.

სტივენის მტკიცებით, მისი სიმღერის საპრეზიდენტო კამპანიაში გამოყენება ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს სტივენი დონალდის ხმარდამჭერია, ეს კი სიმართლეს სუალც არ შეესაბამება. Aerosmith-ისა და მისი ვოკალისტის მოთხოვნებს დონალდი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია, თუმცა თუკი ბენდის ასეთი მკაცრი მოთხოვნებით ვიმსჯელებთ, სულ მალე ახალი თანმხლები მელოდიის მოძებნა მოუწევს…

Latest Posts

ბოლო სიახლეები