Steve Aoki საქართველოს დროშით „Gem Fest“-ის სცენაზე (ფოტო)

0
2101

14 ივლისს ანაკლია-განმუხურში ელექტრონული მუსიკის ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალი გაიხსნა. 16 ივლისს მისი ერთ-ერთი სცენა ცნობილმა ამერიკელმა ელექტრო-ჰაუს დიჯეიმ, მუსიკოსმა და პროდიუსერმა სტივ აოკიმ დაიკავა. ამ ჟანრის მოყვარულები მის გამოსვლას გამორჩეულად ელოდნენ, შესაბამისად, ეს აისახა კიდეც დამსწრე საზოგადოების რაოდენობაზე.

სტივ აოკიმ სეტის შემდეგ შესანიშნავი ჟესტი გააკეთა, მან სცენაზე საქართველოს დროშა ააფრიალა, რითაც ქართველი მსმენელის გული ორმაგად მოიგო. ფოტოს გიორგი სიგუა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.

სტივ აოკი ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე შემოსავლიანი არტისტის ელექტრონული მუსიკის სივრცეში. ის ტურნეებში საკმაოდ დიდ თანხებს გამოიმუშავებს. მას აკავშირებს კოლაბორაციები ისეთ პროდიუსერებსა და ვოკალისტებთან, როგორებიც არიან will.i.am, Afrojack, LMFAO, Iggy Azalea, Lil Jon, Laidback Luke, and Louis Tomlinson. აოკის გამოცემული აქვს რამდენიმე ისეთი ალბომი, რომლებიც „ბილბორდის“ ჩარტებში მოხვდა – გამორჩეულად ცნობილია „Wonderland“, რომელიც 2013 წლის საუკეთესო საცეკვაო-ელექტრონული ალბომის კატეგორიაში გახლდათ ნომინირებული. სტივ აოკი დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით და თანხებს აგროვებს მსოფლიო ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here