სტეფანე მღებრიშვილი, მუსიკოსების დიდი შემადგენლობის თანხლებით, ემზადება კონცერტებისთვის, რომლებიც აშშ-ში დეკემბერში გაიმართება. საშობაო ღონისძიებები დაგეგმილია 21 და 22 დეკემბერს, ფილადელფიასა და მანჰეტენზე.
კონცერტების ორგანიზება საკუთარ თავზე ბუკა კარტოზიამ აიღო.
ღონისძიებაში სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობს ნიკოლოზ რაჭველი, ასევე პაატა ანდრიაძე, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, უჩა მეტრეველი, ხონძი.
„მაქვს პატივი, დავაანონსო ჩემთვის ნანატრი კონცერტები ამერიკაში“, წერს სტეფანე საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე.