“იქს ფაქტორის“ მენტორებმა თავიანთი ოთხეულები უკვე ჩამოაყალიბეს. თავიანთი არჩევანი გუშინ სტეფანემ და ლელა წურწუმიამ გააკეთეს. მენტორებს მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწიათ, მაგრამ კონკურსის წესები ასეთია, საუკეთეო საუკეთესოებში უნდა იქნას შერჩეული. მაყურებლის უკმაყოფილება სტეფანეს გადაწყვეტილებამ გამოიწვია, ის “იქს ფაქტორის” ბენდების კატეგორიის მენტორია, სტეფანემ პროექტი დოდის და გოკას დუეტს დაატოვებინა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
“უდიდესი შეცდომა დაუშვა, თქვენი გაშვებით სტეფანემ. მაგრამ ყველაფერი წინ გაქვთ“, “ჟიური რა იყო? ჯერ ხომ მთელი პროექტის მანძილზე პირველად გვაჩვენეთ ეს არაჩვეულებრივი ჯგუფი და ისიც 2 წამით? რა უაზროები ხართ! მინდა გითხრათ, რომ შოუ ჩაგივარდათ! 😉 ყოჩაღ დოდი და გოკა! უზომოდ მომწონხართ! იმედი მაქვს კიდევ არაერთხელ გიხილავთ!”, “ცუდია ქასთინგზე ნამღერი რომ არ გაუშვეს, ცუდია იმიჯი რომ შეუცვალეს… სტილისტებო უფრო დიდი ზომის კაბა არ ქონდათ, ცუდია სტეფანეს პირადი ამბიციების გვერდზე გადადება რომ მოუწია, კარგია დოდი შენ შესაძლებლობებს საზღვარი რომ არ აქვს” – წერენ პროექტის ოფიციალურ გვერდზე.