სტეფანემ აზერბაიჯანელ მომღერალს თავისი დაწერილი სიმღერა აჩუქა, რომელზეც აიგიუნ კიაზიმოვამ კლიპიც გადაიღო. სიმღერა ტავიდან აზერბაიჯანულ ენაზე შეასრულა, შემდეგ მისი რუსულენოვანი ვერსია ჩაწერა.
კომპოზიციის რუსულენოვანი ვერსია რეჟისორმა ნესტან სინჯიკაშვილმა გააზიარა და მომღერალიც მონიშნა. სტეფანემ კი დაწერა, რომ რუსულ ტექსტზე მეტად სიმღერას აზერბაიჯანული სიტყვები უხდება.
„რუსული ტექსტი ნამდვილად არ უხდება, აზერბაიჯანულად ბევრად ჯობია“.