სტეფანემ კონცერტზე მსმენელს დაუჩოქა – „სიტყვები არ მყოფნის, ისეთი გულკეთილები ხართ…“

0
1520

სტეფანე მღებრიშვილმა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გუშინდელი კონცერტის შესახებ დაწერა: „ვეცდები, ყველას პასუხი გაგცეთ! წარმოუდგენელი მადლობა ყველას! სათითაოდ ყველას! ფილარმონიის ფობია მქონდა. ბავშვობიდან მეშინოდა ამ დარბაზის და არ ვამბობდი! ამიტომ მთელი ღამე არ მეძინა და როცა ჩამეძინა, თავის ტკივილით გავიღვიძე! იმ გუნდის გარეშე არაფერი არ გამომივიდოდა, ყველას უშველებელი მადლობა! უბრალოდ, სიტყვები არ მყოფნის, ისეთი გულკეთილები ხართ ! სათითაოდ ყველა!“

როგორც აღმოჩნდა, ამ კონცერტის მონაწილეები ისევე ნერვიულობდნენ, როგორც მისი მთავარი გმირი. განსაკუთრებით ხმის რეჟისორი გიორგი გვარჯალაძე, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ წინა ღამე გაათენა.

კონცერტს გუნდის მუშაობა აშკარად ეტყობოდა – ულამაზესი სცენა, მუსიკოსების საუკეთესო შემადგენლობა, ნაფიქრი რეპერტუარი, სადაც ყველა სიმღერა მსმენელისთვის ნაცნობი იყო… ღონისძიების დასასრულს ყველა თანხმდებოდა, რომ სტეფანესა და მის გუნდს სანერვიულო ნამდვილად არ ჰქონიათ, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ხელშეწყობით ჩატარებულმა კონცერტმა ძალიან კარგად ჩაიარა.

სტეფანეს ღელვა სცენაზეც იგრძნობოდა. მან კონცერტი მადლობის თქმით დაიწყო ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ფილარმონიაში მივიდა და დაიჩოქა კიდეც დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე მსმენელის წინაშე.

მომღერალი მთელი კონცერტის განმავლობაში ძალიან აქტიური იყო. დარბაზშიც ჩამოვიდა, როცა სიმღერას „დაგელოდები“ ასრულებდა და იქ მსხდომ მსმენელს მიესალმა, განსაკუთრებული სიყვარული კი კახი კალაძისა და ანუკი არეშიძის მიმართ გამოხატა, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ კონცერტს, მთელ დარბაზთან ერთად იცეკვა, შემდეგ კი ისევ სცენას დაუბრუნდა.

სტეფანესთან ერთად დუეტები შეასრულეს მაია დარსმელიძემ, ქეთათომ, ლელა წურწუმიამ, სამმა გოგომ – ქრისტინე იმედაძის, თაკო გაჩეჩილაძისა და ნინი ბადურაშვილის შემადგენლობით, აჩიკო სოლოღაშვილმა…

ცალკე აღსანიშნავია სცენაზე მდგომი მუსიკოსები – კარგი ბექვოკალისტების შემადგენლობა, ასევე კომპოზიტორი და ვოკალისტი, მაიკო კაჭკაჭიშვილი, ბასისტი ლევან დეისაძე, დრამერი ზაზა ცერცვაძე, მესაყვირე გიორგი შამანაური, პიანისტი პაატა ანდრიაძე, გიტარისტი უჩა მეტრეველი და სპეციალურად კონცერტისთვის ნიუ იორკიდან ჩამოსული, გიორგი ბერიშვილი, იგივე ხონძი, უკვე აღიარებული საქსოფონისტი, რომლის მოსმენაც განსაკუთრებული სიამოვნება იყო…

კონცერტის შემდეგ კომენტარებისთვის დამსწრე ცნობილ სახეებს მივმართეთ. პირველ რიგში, მაიკო კაჭკაჭიშვილის შთაბეჭდილებებით დავინტერესდით, რომელმაც, როგორც აღმოჩნდა, სტეფანესთან პირველად იმუშავა: „ძალიან კმაყოფილი ვარ კონცერტით. მასთან პირველად ვიმუშავე და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. მომწონს მისი სიმღერები, მისი დამოკიდებულება საქმის მიმართ, მომწონს მისი პროფესიონალიზმი. დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი მასთან მუშაობას“.

(ვრცლად/ფოტო/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here