სტეფანე მღებრიშვილი მაისის დასაწყისში პარიზში იმყოფებოდა, სადაც თავის ქალიშვილთან ერთად გაემგზავრა ერთ-ერთ ღონისძიებაზე. სტეფანეს კონცერტი ჰქონდა, დანარჩენი დრო კი 11 წლის ქალიშვილთან ერთად გაატარა, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა.
სტეფანემ ერთ-ერთ მაღაზიაში „ვეტმანის“ კოლექცია ნახა, მათ შორის დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ჯინსის ქურთუკი, რომელსაც ქართველი პოეტების სახელები აწერია.
სტეფანემ აღნიშნა, რომ ამ ქურთუკის ყიდვა, სამწუხაროდ, ვერ შეძლო:
„2890 € ვერ გადავიხადე ჯინსის ქურთუკში დემნა, მაპატიე… არადა ძაან მინდოდა“.