სტეფანე: „ეს ძალიან მსტრესავს… შეიძლება იფიქროთ, რომ გარეკილი მაქვს, მაგრამ…“

0
553

სტეფანე სოციალურ ქსელში საკუთარი შემოქმედებითი გეგმების შესახებ წერს და ხსნის მიზეზს, რატომ აღარ მიიღებს მონაწილეობას ტელეგადაცემებში.

„ამ ბოლო დროს საკმაოდ დატვირთული წელი მქონდა. პანდემიაშიც კი უმნიშვნელოვანესი პროექტები გავაკეთე. ძალიან რთული გრაფიკი იყო, ხან ჩაწერები, ხან გადაღებები და პარალელურად ტელევიზიაებში მისვლები, რაც უდიდეს ენერგიას და დროს მოითხოვს. შვებულების საშუალება ჩვენ როგორც წესი არ გვაქვს ხოლმე იმიტომ, რომ არეულ გრაფიკში რთულია დროის გამონახვა. რადგან ახლა კონცერტები აკრძალულია, დრო მინდა მოვიგო და დავუთმო ჩემს თავს, ჩავწერო ახალი სიმღერები, ვეურთიერთო მეგობრებს, ბევრი დრო დავუთმო ოჯახის წევრებს.

ნუ გეწყინებათ, თუ გადაცემებში ვერ მოვალ. რამდენჯერაც გადავწყვეტ, რომ შვებულება მაქვს, სულ ვიღაც ახლობელი რეკავს და ამა თუ იმ გადაცემაში მექაჩება და ეს ძალიან მსტრესავს. შეიძლება იფიქროთ, რომ გარეკილი მაქვს… ნება თქვენია, მაგრამ მომეცით შვებულების საშუალება მეც ისე, რომ ამპარტავნებაში არ ჩამითვალოთ! უბრალოდ, პირადი საქმეები დამიგროვდა. თან, თუ იმით მოტივირებთ, რომ ეს მუსიკოსისთვის პიარია, ტელევიზიაში მისვლა და გამოჩენა (41 წლის ვარ და რამდენ ეთერში ვარ ნამყოფი, თეორიული დათვლის შანსი არ არსებობს) და რომც ესე იყოს, რეკლამა მუსიკოსს იმისთვის უნდა, რომ მერე კონცერტები ჰქონდეს… რადგან, როგორც ვთქვი, კონცერტები არ შეიძლება… ლოგიკურია რომ რეკლამაც არ არის საჭირო ამ ეტაპზე.

ახლა ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე: მუსიკოსებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ტელევიზიებს, რომ უფასოდ დაკვრა აღარ უნდათ გადაცემებში (ამის კომენტარზე რეკავენ). ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მეც სოლიდარობას ვუცხადებ და მიმაჩნია, რომ ყველას შრომა უნდა იყოს ანაზღაურებული… ისევე, როგორც გადაცემის ოპერატორების, პროდიუსერების, რეჟისორების, წამყვანების და ასე შემდეგ“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here