14.8 C
Tbilisi
Friday, March 24, 2023

სტეფანე და ნანი ბრეგვაძე დუეტს წერენ (ფოტო+ვიდეო)

მალე ვაჟა აზარაშვილის სიმღერას ნანი ბრეგვაძესთან ერთად სტეფანე წარმოგვიდგენს. ვერსია და არანჟირება ნიკოლოზ რაჭველს ეკუთვნის, მონაწილეობენ პაატა ანდრიაძე, ზაზა ცერცვაძე, ლევან დეისაძე და უჩა მეტრეველი, ანუ იმ ბენდის წევრები, რომლებიც სტეფანესთან ერთად თითქმის ყველა ბოლოდროინდელ ჩანაწერზე მუშაობდნენ, ასევე საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და პიანისტი ბექა გოჩიაშვილი.

სტეფანემ ჩაწერაზე გადაღებული ფოტოები ახლახან განათავსა სოციალურ ქსელში, ასევე გამოაქვეყნა ჩაწერის ვიდეოც.

(ფოტოები/ვიდეო)

Latest Posts

ბოლო სიახლეები