18.8 C
Tbilisi
Saturday, June 3, 2023

სტეფანე ამსტერდამის კაფეში ბომჟი ეგონათ

სტეფანე მღებრიშვილი საზღვარგარეთ იმყოფება. მომღერალმა ახლახან სახალისო სტატუსი გამოაქვეყნა  იმ ამბის შესახებ, რომელიც ამსტერდამში გადახდა, მიზეზი კი მისი „ბომჟური ჩაცმის“ სიყვარული გახდა.

სტეფანე წერს:

„ვინც მიცნობს, იცის, რომ ბომჟური ჩაცმა მიყვარს. რაც ძველი უფრო მეკომფორტულება და კარგად ვარ ( გამოწყობას და ახალ ტანსაცმელს ვერ ვიტან). ამსტერდამშიც სულ ესე დავდივარ , იქ ყველა ესე დადის. მოკლედ, ღამე მომშივდა და სენდვიჩების მაღაზიაში ჩავედი და კაცმა შემომხედა და „ჯერ უფასო კვება არ გვაქვს, 2 საათში მოდითო“

Ahahahahahah , იმის მერე ვიცინი, ეხლაც მარტო ვზივარ და ვიცინი“.

Latest Posts

ბოლო სიახლეები