ტელეკომპანია “იმედის“ დღის შოუში სასაუბროდ მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო და ასევე მსახიობი, ტელეწამყვანი, ეკა ამირეჯიბი მიწვიეს. მას შემდეგ, რაც სიმპათიური უკრაინელი მსახიობი საქართველოში ჩამოვიდა, მას სხვადასხვა ქართველ ქალთან მიწერენ რომანს, მათ შორის, ეკა ამირეჯიბისადმი ინტერესზეც საუბრობენ.
“უამრავი ჭორი დადის და დადიხართ თქვენ, მოგწონს თუ არა.ეკა ამირეჯიბზე გეკითხები“ – დაინტერესდა ნანიკო ხაზარაძე, რასაც ეკასგანსაინტერესო რეპლიკა მოჰყვა, ამის აფიშირებას არ ვაკეთებთო, მერე კი დასძინა, რა თქმა უნდა, არაო. ეკამ ასევე აღნიშნა, რა დღეში ჩაგვყარეთო.
სტანისლავი ამ შეკითხვამ ძალიან დაბნია. შემდეგ წამყვანებმა იგივე შეკითხვა სალომე ჭაჭუასთან დაკავშირებითაც დაუსვეს. “ყველა გოგონა ძალიან ლამაზია, რა თქმა უნდა. ადამიანებს ყოველთვის აინტერესებთ, ვინ ვის მოსწონს, მაგრამ ეს ჩემი საქმეა. მე მომწონს ყველა ადამიანი, მაგრამ ვისთან მაქვს ურთიერთობა, ეს ჩემი საქმეა“ – აღნიშნა ბონდარენკომ.
[jwplayer mediaid=”15209”]