სრულ გამოჯანმრთელებამდე ბოლო ოპერაცია დარჩა – რომელი ბრენდის სახე გახდა ევა ბარბაქაძე?

0
4268

ბოლო დროს გასაგები მიზეზების გამო, მსახიობის და ტელეწამყვანის, შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ერთი კვირაც კი არ გავიდოდა ისე, რომ ამ გოგონას შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულიყო.

მას შემდეგ რაც ევამ მკურნალობის არაერთი კურსი გაიარა, მას უკვე დამოუკიდებლად გადაადგილება და ვარჯიში შეუძლია. ამ ხნის განმავლობაში შორენას ფეისბუქზე ამაღელვებელი პოსტები არ წყდებოდა, რომლებსაც თავის მხრივ არანაკლებ ამაღელვებელი გამოხმაურება ახლდა. საზოგადოებამ დედა-შვილს ანახა, რომ ისინი მარტო არ არიან და გულშემატკივრებთან ერთად მათ ეს მძიმე პერიოდი უკან მოიტოვეს. მკურნალობის კურსი დასასრულს უახლოვდება და ყველას ერთი სული აქვს, უკვე ბოლომდე გამოჯანმრთელებული ევა იხილოს.

რამდენიმე საათის წინ შორენა ბეგაშვილმა საკუთარი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ევას პალატაში გადაღებული ფოტო განათავსა, წარწერით: “ბოლო ოპერაცია, ჩემი გოგო“.

eva-main

ახლა კი, როდესაც ვიცით, რომ ევას სრულ გამოჯანმრთელებამდე სულ ცოტაღა რჩება, შეგვიძლია მის ცხოვრებაში მომხდარ საინტერესო სიახლეზეც გავამახვილოთ ყურადღება. გუშინ შორენა ბეგაშვილმა სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოებით, მეგობრებს ამცნო, რომ მისი შვილი ”მონტაგო(MonTa&Go)” და “Angel Robes” -ს სახე გახდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ლამაზმან დედას, ევა ბარბაქაძე სილამაზით არ ჩამოუვარდება და უფრო მეტიც, ბევრი თვლის, რომ მან თავისი გარეგნობით უკვე შორენაც დაჩრდილა. მარიონელას თეთრ კაბაში გამოწყობილი ევა მართლაც ულამაზესია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here