სოპრანო თეონა დვალი იტალიელ ბიზნესმენს მიჰყვება ცოლად – „ისეთი ბედნიერი ვარ, მეშინია…“

0
2093

ქართველი სოპრანო თეონა დვალი თხოვდება. მისი რჩეული იტალიელი ბიზნესმენი ჯაკომო რაკუნიო გახლავთ. ჯაკომოსა და თეოს გაცნობის ისტორია ექვს წელს ითვლის, თუმცა ურთიერთობა მხოლოდ ბოლო ერთი წელია შედგა.

სექტემბერში წყვილს ორი ქორწილი ელოდება, ერთი – იტალიაში, მეორე საქართველოში. თეონა fortuna.ge-ს თავისი სიყვარულის ამბავს უყვება…

თეონა დვალი:

მე და ჯაკომომ ერთმანეთი გავიცანით დაახლოებით ექვსი წლის წინ, მოსკოვში.  პლასიდო დომინგოს სახელობის კონკურსში ვმონაწილეობდი. ჯაკომო თავის საქმეებზე იყო ჩამოსული. არის საოცარი მელომანი, უყვარს განსაკუთრებით კლასიკური მუსიკა, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და ღონისძიებას დაესწრო. შემდეგ გამეცნო და მითხრა, რომ მოვეწონე, როგორც მომღერალი და როგორც გოგო (იღიმის). მე მხოლოდ 10 დღით ვიყავი ჩასული. სიმართლე გითხრა, არ მეცალა, ერთხელ შევხვდი, ისიც ყავაზე… შემდგომში აღარც მინახავს. მან დამიმატა სოციალურ ქსელში, არ მასვენებდა, ჩემი ნომერიც იცოდა,  ყოველთვის იცოდა, სად ვიყავი, რომელ ქვეყანაში, რა პარტიას ვასრულებდი (იღიმის). მუდამ მახსენებდა საკუთარ თავს, მწერდა და მკითხულობდა. ვრცლად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here