სოფო შევარდნაძე შვილთან ერთად გამოჩნდა: „ახლა ჩემი ოჯახი მაქვს…“

0
528

მცირე ხნის წინ, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, რუსეთში ცნობილი ტელეწამყვანი, სოფო შევარდნაძე პირველად გახდა დედა. მას ვაჟი შეეძინა, რომელსაც საზოგადოების წინაშე არ აჩენს.

ახლახან თავის პატარასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

„მე საჯარო ადამიანად დავიბადე, როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს ეს. ზედმეტად აქტიურმა ყურადღებამ ასწავლა ჩემს ოჯახს, აეგო არა მხოლოდ საზღვრები, არამედ კედლები, რომლებიც ჩვენ ყველას გვიცავდა. ცხოვრების ასეთი სტილი ჩემს ნაწილად იქცა და მოგვიანებით დამეხმარა, უფრო ძლიერი ვყოფილიყავი.

საკმაოდ მყარი ჯავშანი მაქვს, რომელიც ფილტრავს არასაჭირო ინფორმაციას, ენერგიას, ემოციებს.

ახლა ჩემი ოჯახი მაქვს. მე უკვე არა მხოლოდ ქალიშვილი ან შვილიშვილი ვარ. ახლა დედა ვარ. და რაც უნდა უნდოდეს ბევრს, გაიგოს მეტი და უფრო ახლოს, მე უბრალოდ ვიცი, რომ ამიერიდან ჩემი შვილისთვის საზღვრების აგება ჩემი პასუხისმგებლობაა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ოჯახის წევრებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, სურთ მათ საჯაროობა თუ არა. ჩვენი საქმე კი ის არის, მათ მივცეთ ეს არჩევანი და დავიცვათ არასაჭირო ყურადღებისგან. თუ ადამიანს, რომელიც ჩემ გვერდით არის, შეუძლია საკუთარი თავის დაცვა ამ უფლებით, ჩემი შვილისთვის მე ვარ ასეთი დამცველი.

და მხოლოდ როდესაც ანდრია გაიზრდება და თავად შეძლებს გადაწყვიტოს, რისი მიწოდება შეუძლია სამყაროსთვის, მე ვიქნები მხოლოდ და მხოლოდ დამკვირვებელი. მანამდე კი ასეა…

ნუთუ ყველა არ იცავს თავის უფლებას პირადზე?“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here