„მხოლოდ ქართულის“ მეორე სეზონის გამარჯვებული, გიორგი კელაპტრიშვილი მსმენელს ახალი დუეტით დაუბრუნდა. ცნობილი სიმღერის „ძველი ჰანგი“ ახალი ვერსია მან „მხოლოდ ქართული“ ჟიურის წევრთან, სოფო ნიჟარაძესთან ერთად შეასრულა.
ვიდეოკლიპი „იუთუბზე“ 26 მაისს ატვირთეს და ის უკვე 20 000-მდე ნახვა აქვს.
სიმღერის ავტორი: ნოდარ გიგაური
ლექსი: დოდო გვიშიანი
არანჟირება: ზვიად ბოლქვაძე
ინსტრუმენტალი: ზვიად ბოლქვაძე, ჯგუფი “ნიუტონი”, ქემო
ვიდეო: ნიკა ლომიძე
ოპერატორი: ირაკლი ჟღენტი (დურუ)
მონტაჟი: ალექსანდრე ქურდუბაძე (ჩელე)
პროდიუსინგი: ნიკა გვარამია
სტილი: დათუნა სულიკაშვილი
მაკიაჟი: ინგა ხვიჩია
სპეციალური მადლობა: რუსთავი 2, არხის შემოქმედებითი ჯგუფი