სოფო ნიჟარაძის კონცერტი „ბუდა ბარში“ 25 ნოემბერს გაიმართება

0
1725

სოფო ნიჟარაძის კონცერტი „ბუდა ბარში“ 25 ნოემბერს არის დაგეგმილი. საღამო 21:00 საათზე დაიწყება. სოფო თავისი რეპერტუარიდან ცნობილ სიმღერებს შეასრულებს.

სოფო ნიჟარაძის შემოქმედებითი ცხოვრება 7 წლიდან იწყება, როდესაც ის ჯანსუღ კახიძემ შეამჩნია.

2010 წელს სოფო ნიჟარაძემ საქართველო “ევროვიზიის” საერთაშორისო სიმღერის კონკურსზე წარადინა. „ევროვიზიის“ კონკურსში, საქართველოს ყველაზე მაღალი ქულათა ჯამი მხოლოდ ამ წელს აქვს აღებული, რის შედეგადაც სოფო საუკეთესო ათეულში მოხვდა.

“რომეო და ჯულიეტა”, “ნოტრ დამ დე პარი”, “ჩხიკვთა ქორწილი”, “ჰელოუ დოლი”, “ქეთო და კოტე”, “ვერის უბნის მელოდიები” – ეს იმ მუსიკალური სპექტაკლების ჩამონათვალია, რომლებშიც სოფო ნიჟარაძე, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში. მთავარ როლებს ასრულებდა. არის UG მუსიკის აკადემიის მიუზიკლისა და საშემსრულებლო ხელოვნების განყოფილების ხელმძღვანელი.

სოფო ბევრი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ფესტივალის ჯილდოს მფლობელია, რადიო “აფხაზეთის ხმის” რჩეულის ტიტული, სიმღერისთვის “თეთრი ვარდები”, ასევე ის გახლავთ ამ წლის (2017) “ოქროს ტალღის” მუსიკალური დაჯილდოვების გამარჯვებული ნომინაციაში “საუკეთესო მომღერალი ქალი” და მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული მუსიკალური დაჯილდოვების “BAMA Music Awards” ნომინანტი.

აქვს გამოცემული ორი ინგლისურენოვანი სოლო ალბომი, “Where Are You”, “We Are All”, სინგლი “Shine”, ასევე მიუზიკლების “რომეო და ჯულიეტა” და “ჩხიკვთა ქორწილის” სრული მუსიკალური ვერსიის ალბომები.

შესრულებული აქვს დუეტები მსოფლიო კლასის მომღერლებთან: ხოსე კარერასთან, ანდრეა, ბოჩელისთან, კრის დე ბურგთან და ხულიო იგლესიასთან.

ბილეთების ფასები კონცერტზე დასასწრებად 30-50 ლარია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here