სოფო ნიჟარაძე და გიორგი ვარდოსანიძე თებერვლის ბოლოს დათო დოიაშვილის ახალ სპექტაკლში მონაწილეობისთვის ემზადებიან. დადგმისთვის მუსიკა რუსა მორჩილაძემ დაწერა. სპექტაკლის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სოფო ნიჟარაძემ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც გიორგი ვარდოსანიძესთან ერთად მღეროდა.
როგორც ჩანს, ისინი ძალიან შეხმატკბილდნენ და სოფომ ამჯერად მეორე ვიდეო გამოაქვეყნა, გიორგისთან ერთად ამჯერად მაცაცო სებისკვერაძის ცნობილ სიმღერას “მინდვრად დაგიჭერ პეპელას“ ასრულებენ. მათ ბანს მსახიობი ანა ქურთუბაძე აძლევს, რომელიც კადრში არ ჩანს, ვიდეო კი რეჟისორის ქალიშვილმა, ანა დოიაშვილმა გადაიღო.
გიორგი ვარდოსანიძის ვოკალურ მონაცემებს, მსმენელთან ერთად, ხოტბას ასხამს მისი პარტნიორიც, სოფო მიიჩნევს, რომ გიორგიმ ძალიან კარგად ისწავლა მეორე ხმა.
ვიდეოს ასეთი კომენტარები ახლავს: “ორივე თაფლივით ტკბილი ახალგაზრდაა და თაფლივით ტკბილი ხმა მოედინება მათგან სიმღერისას და საუბრის დროსაც!“, “wow, როდის ისწავლა ჟორამ ასეთი სიმღერა?“, “ყოჩაღ, ძალიან კარგი შესრულებაა“, “ორივე ძალიან საყვარელი ხართ“.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/nizharadzesofia/videos/1156942920985219/” width=”580″ height=”580″ onlyvideo=”1″]