მომღერალი სოფო ნიჟარაძე აქვეყნებს ფოტოს, საიდანაც ჩანს, რომ ზედმეტი კილოგრამები ჩამოიშორა – “საერთოდ ყველაზე ლამაზი ხარ”, უწერენ სოფოს კომენტარებში.
ზაფხულში, ერთ-ერთ ტელეგადაცემაში მომღერალი საკუთარი წონით უკმაყოფილებას გამოთქვამდა. შემდეგ გადაღებულ კლიპში სოფო უკვე კარგ ფორმაში ჩადგა, ახლა კი საუკეთესოდ გამოიყურება.
ამის მიზეზი კი ისაა, რომ ჯანსაღ ცხოვრებას ეწევა, ვარჯიშობს და პირად მწვრთნელთან, გიორგი ორბელიძესთან ერთად, კუს ტბაზე დარბის. გიორგი სოფოსთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს წარწერით: “ჯანმრთელი, სექსუალური, მხიარული ცხოვრების სტილი”. სოფომ მანამდე ვიდეოც გამოაქვეყნა კუს ტბიდან და ყველას იქ ასვლისა და ვარჯიშისკენ მოუწოდებდა.