სოფო ნიჟარაძე უცხოური მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია „საუკეთესო ქართული პერფორმანსისთვის“

0
2195

სოფო ნიჟარაძე „Daf Bama Music Awards“-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. უცხოური მუსიკალური კონკურსი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლებს მასპინძლობს და მათ შორის საუკეთესოებს გამოარჩევს, წელიწადში ერთხელ ჰამბურგში იმართება. დასკვნითი შოუ დღეს, 17 ნოემბერსაა დაგეგმილი. სოფო ნიჟარაძე უკვე გერმანიაშია, სადაც მას კონკურსის ორგანიზატორები ვარდებითა და ლიმუზინით დახვდნენ. დღეს სოფო გალაკონცერტის ერთ-ერთი მონაწილე იქნება და სიმღერას შეასრულებს.

მანამდე კი კონკურსის „ფეისბუქ“-გვერდზე გამოქვეყნდა მილოცვა, სადაც აღნიშნულია, რომ მუსიკალური ჯილდო სოფო ნიჟარაძეს „საუკეთესო ქართული პერფორმანსისთვის“ გადაეცა. მომღერალმა შოუს ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here