სოფო ნიჟარაძე: „მთელი საქართველო ელოდება „ოქროს ტალღის“ დაჯილდოების ცერემონიას…“

0
1814

სოფო ნიჟარაძე „ოქროს ტალღის“ ნომინანტი კიდევ ერთხელ არის. წინა წელს მან საუკეთესო ქალი შემსრულებლის ნომინაციაში გაიმარჯვა. წელს კი სიმღერის „მე საიდუმლოს შენახვა ვიცი“, ახლებური ვერსიის შესრულებითაა წარდგენილი ამ კონკურსზე.

სოფო ნიჟარაძე:

მართლა მთელი საქართველო ელოდება „ოქროს ტალღის“ დაჯილდოების ცერემონიას, რადგან ის გახდა მასშტაბური, ეროვნული, დიდი და გრანდიოზული. ეს არის ერთადერთი მუსიკალური დაჯილდოება ქვეყანაში და ჩემი კოლეგები გულის ფანცქალით ელოდებიან მას, ისევე, როგორც მეც, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შარშნ ერთ-ერთი მთავარი ჯილდოს მფლობელი გახვდი. ამისთვის მადლობას ვუხდი როგორც ორგანიზატორებს, ასევე ჟიურის წევრებსაც.

ჩემი წლევანდელი შემოქმედებითი საქმიანობა არ იყო ისეთივე ნაყოფიერი, როგორც შარშან და უფრო პროექტებზე იყო ორიენტირებული. ბევრი ახალი სიმღერის გაჟღერება ვერ მოვასწარი „ოქროს ტალრამდე“, იმედია, შემდეგ წელს იქნება ნომინაციებში. ამის მიუხედავად, ძველი, გენიალური სიმღერის ახლებური ვერსია არის წარდგენილი. ხმის მიცემის კუთხით ერთ-ერთ ფავორიტებშია. ეს ძალიან მახარებს და მადლობა ყველას, ვინ თითოჯერ მაინც მისცა ხმა.

„ოქროს ტალღის” გენერალური სპონსორია „თეგეტა მოტორსი“,  ინტერნეტსპონსორია დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონება” და  სპონსორი ავეჯის ცენტრი „პანორმა და კლასიკა“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here