სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას პოსტის ქვეშ, რომელიც „რუსთავი 2“-ის დირექტორმა „ევროვიზიაზე“ ჩვენი წარგზავნილის კრიტიკას დაუთმო, ოთო ნემსაძეს გამოექომაგა და დაწერა, რომ ის ძალიან კარგი მომღერალია და არაფერს ნიშნავს, თუკი „ევროვიზიის“ ფინალში ვერ მოხვდა.
სოფოს ოთოს გამოსვლის შემდეგ შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ის ფინალში გადავიდოდა და ამის შესახებ სოცქსელში დაწერა კიდეც, თუმცა სამწუხაროდ, მისი ვარაუდო არ გამართლდა.
სოფო წერს:
„სიმღერა შეიძლება არ მოგწონდეს, არც კონცეფცია, თავის დადგმიანად, ან მოგწონდეს, მაგრამ ოთო ძლიერი მომღერალია და ის, რომ კარგად შეასრულა და ემოცია დადო, ეს უნდა ითქვას. მერე რა, რომ ფინალში ვერ მოხვდა? ევროვიზიის ისტორიაში ბევრი ძლიერი მომღერალი მახსოვს, ასევე საკმაოდ კარგი სიმღერებითაც და ვერ გასულან ფინალში, ან პირიქით, თუნდაც დღეს, ყველა სიმღერა, რომელიც გავიდა, იმსახურებდა ათეულს? ჩემი აზრით, არა“.
შეგახსენებთ, რომ სოფო ნიჟარაძე „ევროვიზიის“ მონაწილე გახლავთ. მან ამ კონკურსის ფინალში მეცხრე ადგილზე გავიდა. ჯერჯერობით ეს პოზიცია საუკეთესოა, რაც საქართველოს წარგზავნილს ამ კონკურსზე დაუმსახურებია.