სოფო ნიჟარაძე მედიაჰოლდინგ ფორტუნას სტუმრობდა, სადაც პროექტის „მხოლოდ ქართულის“ შესახებ ისაუბრა

0
1804

მას შემდეგ, რაც პროექტი „მხოლოდ ქართული“ სატელევიზიო სივრცეში გამოჩნდა, აალაპარაკა მთელი საქართველო. გამოხმაურება მოჰყვა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. საზოგადოების ნაწილს მოსწონს, რომ პროექტი ქართული სიმღერის პოპულარიზაციას ემსახურება, ნაწილი კი უბრალოდ სოციალურ ქსელში აქტიურად წერს უარყოფით კომენტარებს. თუმცა, ეს ხომ ყოველთვის ასე ხდება, როდესაც რაიმე გრანდიოზულთან გვაქვს საქმე. „მხოლოდ ქართულის“ ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ყველასათვის საყვარელი მომღერალი სოფო ნიჟარაძე, მედიაჰოლდინგ ფორტუნას თათა სადრაძის გადაცემა, არტ FM-ს სტუმრობდა, სადაც პროექტის შესახებ ისაუბრა. ის ჩვენს კამერებთან აღნიშნავს, რომ „მხოლოდ ქართული“ ყველაზე ეროვნული პროექტია და სტარტი საკმაოდ კარგად აიღო, იმის გათვალისწინებით, რომ ვიდეოებს რეკორდული ნახვები და გაზიარება აქვს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here