სოფო ნიჟარაძე ახალ ვიდეოს აქვეყნებს: “მან არ იცის, რომ ჩუმად ვიღებ”

0
150

ორიოდე დღის წინ ექსკლუზიურად “ფორტუნასთვის” ცნობილი გახდა, რომ 25 თებერვალს, მუსიკისა და დრამის თეატრში, ახალი სპექტაკლის პრემიერა შედგება, რომელსაც დათო დოიაშვილი დგამს. ნამუშევარში მთავარ როლებს სოფო ნიჟარაძე და გიორგი ვარდოსანიძე ასრულებენ – ისინი შეყვარებულებს განასახირებენ.

რამდენიმე საათის წინ სოფოს ფეისბუქის გვერდზე გამოჩნდა ახალი, რამდენიმეწამიანი ვიდეო, სათაურით “პაპარაცი ვიდეო, მან არ იცის, რომ ჩუმად ვიღებ”, რომელშიც სასცენო წყვილი სიმღერას ასრულებს.

პოსტს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში და ვიდეომ უკვე ათასობით ადამიანის მოწონება და კომენტარი დაიმსახურა. როგორც აღვნიშნეთ საბოლოო შედეგს მაყურებელი 25 თებერვალს, მუსიკისა და დრამის თეატრში იხილავს…

[fbvideo link=”https://www.facebook.com/nizharadzesofia/videos/1149504155062429/?__mref=message_bubble” width=”580″ height=”580″ onlyvideo=”1″]

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here