სოფო გელოვანის ახალი სიმღერისა და კლიპის პრეზენტაცია 27 თებერვალს კინო „ამირანში“ შედგა. პრემიერას მედიის წარმომადგენლები და სოფოს კოლეგები დაესწრნენ.
კლიპზე იუგო მორისმა იმუშავა, სიმღერაზე კი, რომელიც თავად მომღერალმა დაწერა, ალეკო ბერძენიშვილმა. კომპოზიცია ქართულ-ფრანგულია და მას L’amour ჰქვია, რაც, მოგეხსენებათ, სიყვარულს ნიშნავს.
სოფოს კლიპის პრემიერის შემდეგ კოლეგებმა კიდევ ერთხელ გამოუხატეს სიყვარული, რაც ჩვენთან საუბარშიც დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ ის გამორჩეული ხელწერის მომღერალია, რომელსაც ქართული სიმღერის შესრულება განსაკუთრებულად გამოსდის…