20.8 C
Tbilisi
Friday, March 24, 2023

სოფო ბედიას ქმარი ჭამის დროს ხელებს უკოცნის

ჟურნალ „თბილისელების“ დღევანდელ ნომერში სოფო ბედია კულინარიაზე საუბრობს და ამბობს, რომ საკმაოდ კარგი კერძები გამოსდის. მომღერალი ცომეულსაც კარგად უმკლავდება და სადილებსაც, მათ შორის საუკეთესოდ კოტლეტები, სოუზი და ჩახოხბილი გამოსდის. სამაგიეროდ, არ აკეთებს მეგრულ კერძებს.

„ამას არ ვმალავ – მეგრული ხელი მაქვს, მაგრამ მეგრულ კერძებს არ ვამზადებ. თუმცა სხვას, რასაც ვაკეთებ, უგემრიელესი გამომდის. რომ ამბობენ, სიყვარულის გზა კუჭზე გადისო, მე კუჭს არა, მაგრამ ხელებს მიკოცნის ქმარი. მეშინია, ერთ დღესაც თითები არ ჩაიკვნიტოს ჩემს გაკეთებულ კერძებში. თან, ჭამს და თან, ხელებს მიკოცნის. მეც ვიფერებ (იცინის)“. – აღნიშნავს მომღერალი ჟურნალთან საუბრისას.

 

Latest Posts

ბოლო სიახლეები