სოფო ბედიამ ქიბარ ხალვაშს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა

0
29

მომღერალი სოფო ბედია ფეისბუქის გვერდზე წერს სტატუსს “რუსთავი 2“-თან დაკავშირებით და აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ “ჯეოსტარით“ გახდა პოპულარული, მონაწილეობდა “ბრავოში”, მაია ასათიანის “პროფილში“ და “მარაო რუსთავი 2“-ის სხვადასხვა გადაცემაში და ამისთვის მაიასა და მის ჯგუფს მადლობას უხდის, უპირობო მხარდაჭერას ქიბარ ხალვაშს უცხადებს და მას წარმატებას უსურვებს “რუსთავი 2”-ის დაბრუნების საქმეში…

“მოგესალმებით მეგობრებო! არასოდეს გამოვირჩევი ჩემი პოსტებით ზოგად პოლიტიკაზე! ვარ ძალიან “ა“ პოლიტიკური ადამიანი! მე მომღერალი ვარ და შესაბამისად, ვმღერი ჩემი საყვარელი მსენელისთვის!
რაც შეეხება “რუსთავი 2“-ს! დიახ მე ჯეოსტარით გავხდი ცნობილი, დიახ “ბრავო“ იყო წარმატებული პროექტი და ბევრი სხვა გადაცემა “რუსთავი 2“-ზე! მე პირადად დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მაია ასათიანს და მის მთელ შემოქმედებით ჯგუფს! მაიკო, გვიყვარხარ მეც და მიშასაც! მიყვარს და პატივს ვცემ “პროფილის“ პროდიუსერებიდან დაწყებული ოპერატორებით დამთავრებული ყველა! მიყვარს “მარაო რუსთავი 2“!

ყველა გადაცემის სტუმარი ვიყავი და მადლობა ამისათის! რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას, აქ მე მგონი საფრთხე არავის ემუქრება! საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ მფლობელი იბრუნებს თავის კუთვნილ ტელევიზიას! ვფიქრობ, რომ ამ თემის გაპოლიტიზება არ არის ლამაზი! ბატონი ქიბარ ხალვაში არის ძალიან კეთილი და კარგი პიროვნება! არაჩვეულებრივი ადამიანი, მეუღლე, მამა და მეგობარი! მე მასზე ბევრი კარგი მსმენია, არამარტო ჩემი მეუღლისაგან, არამედ ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანისაგან! ბატონო ქიბარ გისურვებთ წარმატებას და იმედია, სამართლე გაიმარჯვებს!“ – წერს სოფო ბედია სოციალურ ქსელში.

მის სტატუსს, პირველ რიგში, თავად ქიბარ ხალვაში გამოეხმაურა და მას დიდი გული დაუწერა მოწონების ნიშნად.