სოფო ბედია მიიჩნევს, რომ კარგი მული იქნება ძმის, ბორისის მომავალი მეუღლისთვის:
„ძალიან ჯიგარსონა მული ვიქნები…მინდა, ჩემი ძმა იყოს ბედნიერი. სულ რომ ასჯერ იყოს განათხოვარი და ასი შვილის პატრონი იყოს, მთავარია, ჩემს ძმას უყვარდეს. ადამიანურად მინდა, კარგი გოგო იყოს. იცოდეს მეგობრები, ნათესაობა იცოდეს, სტუმრები უხაროდეს და ხალასი იყოს. ბოდიში, მაგრამ მუდოსთან ვერ ვიმეგობრებ, შორიდან მეყვარება…“
მომღერალი სოფო ბედია მერიკო კარტოზიას გადაცემას ესტუმრა „პოსტივიზე“, ძმასთან, ბორის ბედიასთან ერთად და ამ თემაზე სწორედ იქ ისაუბრა.