სოფო ბედია: „შვილის დაბადებამდე გვქონდა კონფლიქტი, მაგრამ გაშორებაზე ლაპარაკი არ ყოფილა…“

0
863

სოფო ბედია საკუთარ ოჯახურ ცხოვრებაზე ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება და აღნიშნავს, რომ მას და მიშა მესხს ხუთი წელი შვილი არ ჰყავდათ.

„ჩემი და მიშას ქორწინებიდან ხუთი წელი ისე გავიდა, შვილი არ გვიჩნდებოდა და ძალიან განვიცდიდით. ოცნებად გვქონდა ბავშვის დაბადება. ექიმები ამბობდნენ, რომ ერთადერთი გამოსავალი ხელოვნური განაყოფიერება იყო. სიმართლე გითხრათ, მე არ ვფიქრობდი, რომ ამ ნაბიჯს გადავდგამდი…

ცხოვრებაში არის სიტუაციები, როცა რაღაცას ძალიან გულწრფელი ლოცვით სთხოვ უფალს. მამა გაბრიელის საფლავთან დავიჩოქე და ვთხოვე, მე და მიშას თუ სიცოცხლის ბოლომდე ერთად გვიწერია ცხოვრება, დამეხმარე, რომ შვილი გვეყოლოს-მეთქი… სასწაული მოხდა! ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი.

რომ არა ანდრიას დაბადება, შეიძლება, ოჯახის შენარჩუნება ვერ მოგეხერხებინათ?

დაშორებაზე ლაპარაკი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა, მაგრამ იყო კონფლიქტი. ხომ არის სიტუაციები, რომლებიც განერვიულებს და გაბრკოლებს, ამიტომ ვთვლი, რომ ანდრია ღვთის სასწაულით მოევლინა ქვეყანას და ის უფლის შვილია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here