სოფო ბედია: „ქმარი არავისთვის წამირთმევია და ვერ ვხვდები, რატომაა საზოგადოების გარკვეული ნაწილი გაბოროტებული…“

0
572

სოფო ბედია ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ცნობილი ადამიანების შეურაცხყოფა და მათი ბულინგი ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა ყველანაირ საზღვარს გასცდა.

მომღერალი ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ სოფოსა და მიშა მესხის წყვილიც არაერთხელ გამხდარა განკითხვის ობიექტი, ასე პასუხობს:

„ეს კიდევ ცალკე თემაა. კარი არავისთვის შემიმტვრევია. ბოროტება არავისთვის გამიკეთებია, ქმარი არავისთვის წამირთმევია და ვერ ვხვდები, რატომაა საზოგადოების გარკვეული ნაწილი გაბოროტებული და აგრესიული. ბოლო დროს მე და მიშა ამ მიმართულებითაც „გავიზარდეთ“. ჩავთვალეთ, რომ მსგავს  საკითხებზე ნერვიულობა არ ღირს და უბრალოდ, ყურის მიღმა უნდა გავატაროთ“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here