სოფო ბათილაშვილი ზვიად ბოლქვაძესა და „ნიუტონთან“ ერთად, სხვადასხვა რეგიონში კონცერტებს მართავს. მცირე ხნის წინ ის ბათუმში იმყოფებოდა და სოციალურ ქსელში გაკვირვება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რატომ ესაუბრებიან მას გამყიდველები რუსულ ენაზე.
სოფო წერს:
„რუსულად რატომ მესაუბრებიან ქართველს ბათუმის ბულვარში კაფეებში გამყიდველები? რატომ ჟღერს რუსული არაბოდიშით და ბანძი სიმღერები უამრავ კაფე-შმაფე-რესტოღრანში?! და აი, ქართველი რო ხარ,რო გაგიგია კარგი ქართული სიმღერების, ვერსიების შესახებ და მაინც გაგანია დუპცტაპც ქართულ სიმღერებს მღერი გაფუჭებული რობოტივით, ან მომავალი თაობა არ გენანება რო გისმენს და ქართულს აზიზღებ, ან ის ტურისტი, რო ჩამოსულა და დაგცინის, რო აფიქრებინებ რო მარტო ეგარი ქართული ხელოვნება, რაზე ფიქრობს შენი ტვინი და საერთოდ რას ითხოვს ამ ცხოვრებისგან?!“