სოფო ბათილაშვილი „ფეისბუქის“ რეკორდსმენია

0
2440

სოფო ბათილაშვილმა წინა ორშაბათს ნამდვილი ფურორი მოახდინა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ „მხოლოდ ქართულის“ დღევანდელ ფინალზე გამარჯვების ერთ-ერთი ღირსეული კანდიდატია. მისი შესრულებული „ძეგლად გადმომეფარე“ (კომპოზიტორი: ეთერ ჭელიძე) ქართული „ფეისბუქ“-სივრცის ნამდვილი რეკორდსმენი გახდა. მხოლოდ ხუთ დღეში ამ ვიდეომ „მხოლოდ ქართულის“ სოციალური ქსელიდან არნახული რეკორდი დაამყარა ქართული მეგაშოუების ისტორიაში, დააგროვა მილიონზე მეტი ნახვა და 25 000-ზე მეტი გაზიარება.

სოფო „მხოლოდ ქართულის“ ფინალური ეტაპის ერთადერთი კონკურსანტი გოგონაა. შეგახსენებთ, რომ პროექტის ფინალური შოუ გაიმართება დღეს, 22:00 საათზე და მისთვის თვალის მიდევნება და რაც მთავარია, ფავორიტებისთვის დამესიჯება შეგეძლებათ „რუსთავი 2“-ის ეთერის საშუალებით.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here