სკოტ ისტვუდს ახალი რჩეული ჰყავს

0
57

სკოტ ისტვუდს ახალი რჩეული ჰყავს – ყვითელი გამოცემების ცნობით მსახიობს შარლოტ მაკკინისთან აქვს რომანი. პაპარაცებმა წყვილი ცოტა ხნის ერთად დააფიქსირეს ლოს ანჯელსში.

“ისინი ძალიან საყვარლები იყვნენ და შესანიშნავი წყვილი იქნებოდნენ“ – აცხადებს უცნობი წყარო Us Weekly-სთან ინტერვიუში. მაგრამ ჯერჯერობით ვარსკვლავები ამ თემაზე მედიასთან საუბრისგან თავს იკავებენ.

სკოტი ჰოლივუდის ცნობილი მექალთანეა, მისი საყვარლების სიაში არაერთ მოდელს წააწყდებით. შარლოტიც მსახიობობასა და სამოდელო საქმიანობას უთავსებს ერთმანეთს. მისი ბოლო რჩეული მსახიობი სტივენ დორფი გახლდათ, რომელთანაც ურთიერთობა მიმდინარე წლის აპრილში დაასრულა…