„სხვა შუადღე“ „ოქროს ტალღის“ შესახებ  და მარკ მარტელის მიმართვა ქართველ მსმენელს (ვიდეო)

0
1083

„სხვა შუადღემ“ „ოქროს ტალღის“ შესახებ სასაუბროდ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ პიარმენეჯერი თათა სადრაძე და „ოქროს ტალღის“ გამარჯვებული, სტეფანე მღებრიშვილი მიიწვია.

თათა:

ყოველ წელს იმატებს სიმღერების რაოდენობა. შარშან გვქონდა 90 სიმღერა, წელს 156-ია. ექვსი წლის წინ, როცა კონკურსი დაიწყო, თუ არ ვცდები, 50 სიმღერა გვქონდა. ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ  წლის განმავლობაში ჩვენს რადიოსადგურებში – „არ დაიდარდო“, „ფორტუნა პლუსი“, „ფორტუნა“ და „ავტორადიო“ უნდა იყოს დაპრემიერებული სიმღერა, რომელიც შემდეგ გადაინაცვლებს „ოქროს ტალღის“ ჩამონათვალში. იანვრიდან პირველი მარტის ჩათვლით შემოსული სიმღერები მონაწილეობს კონკურსში, პირველი მარტის შემდეგ შემოსული კომპოზიციები კი ავტომატურად ინაცვლებს შემდეგ წელს.

სტეფანე:

წელს ვარ წარდგენილი ორი სიმღერით. „შენთან მოვდივარ“ და „მეფერება წვიმა“. ძალიან მნიშვნელოვანია ეს კონკურსი ყველასთვის, მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდა შემსრულებლებიც და გამოცდილიც. მე ყოველთვის მომხრე ვარ ახალგაზრდა შემსრულებლების. ადრე ტელევიზიები გვკარნახობდნენ, ვინ უნდა გამხდარიყო პოპულარული, ახლა ხალხი კარნახობს, რა არის პოპულარული. იმედი მაქვს, „ოქროს ტალღაზეც“ შემოვა ეს ტენდენცია, რომ ინტეგრირებული იყოს ინტერნეტის ნახვები. „ფორტუნა“ გრანდიოზულად აკეთებს ყოველ წელს. შარშანაც ძალიან მაგარი იყო. ლიზა ფიშერი იყო, შესანიშნავი შემსრულებელი.

თათა:

წელს ჩვენი სტუმარია მარკ მარტელი და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. წლევანდელი „ოქროს ტალღა“ „ქუინს“ ეძღვნება.

გადაცემაში ასევე გაჟღერდა მარკ მარტელის მიმართვა ქართველი მსმენელისადმი.

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here