სხეულის ენის ექსპერტის რჩევებს „ფეისბუქზე“ დიდი მხიარულება მოჰყვა (ვიდეო)

0
2355

სხეულის ენის ექსპერტი, როგორც საკუთარ თავს უწოდებს, გიორგი გიორგაშვილი ოთხი წიგნის ავტორია და ამ თემაზე, როგორც ჩანს, სერიოზულად მუშაობს. ის მოკლე ვიდეოებს აქვეყნებს იმის შესახებ, როგორ მივხვდეთ და რა საიდუმლო ნიშნები არსებობს იმისთვის, რომ გავაცნობიეროთ, მოვწონვართ თუ არა გოგოს ან ბიჭს.

გიორგი გიორგაშვილის ამ ვიდეოებს სოცქსელში დიდი გამოხმაურება და მხიარულება მოჰყვა.

გიორგაშვილის კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი გოგოს მოსწონხართ, მას თვალის გუგები გაუფართოვდენა, შემდეგი კომენტარებით ეხმაურებიან:

„და თუ უკვე გაფართოვებული გუგებით შეხედე?“

„თვალის გუგები ისედაც ფართო მაქვს 🙂 ანუ მთელი საქართველოთი ვარ დაინტერესებული“

„ბოლოს თვალის გუგები, გუშინ შოკმანჟე რომ მომიტანეს, მაშინ გამიფართოვდა, რას უნდა ნიშნავდეს?“

„მე რომ გოგო გასული მეგონა, თურმე მოვწონვარ…“

„მე თვითონ ეს მომწონს“

„და თუ პიჯაკი არ აცვია, ჰალსტუხიც სახლში დარჩა და მელოტია, როგორ მივხვდეთ?“

„აუ, არ მეყო, კიდევ მოვუსმენდი, გეფიცებით…“

„ვინ არის ეს საიდუმლოებით მოცული რომანტიკოსი?“

https://www.facebook.com/www.bodylanguage.ge/videos/1876961545887488/

https://www.facebook.com/www.bodylanguage.ge/videos/1873934909523485/?autoplay_reason=gatekeeper&video_container_type=0&video_creator_product_type=2&app_id=2392950137&live_video_guests=0

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here