სკანდალი ოპერაში – რაზე სხედან მსახიობები?!

0
76

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გარშემო ხმაური გრძელდება. საზოგადოების აღშფოთება ჯერ ოპერის რამდენიმე თვით დაგვიანებულმა გახსნამ გამოიწვია, შემდეგ უკმაყოფილება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ გახსნის დღეს მხოლოდ მიწვეული სტუმრები შეძლებდნენ ღონისძიებაზე დასწრებას. ხალხი უარყოფითად შეხვდა ოპერის ბილეთების ფასებსაც… ამჯერად კი ახალი სკანდალი გორდება, რომლის მთავარი მიზეზიც სასცენო დეკორაცია გახლავთ.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც ოპერის სცენის ცენტრში მოთავსებულია დეკორაცია – ქვა, თუმცა საზოგადოების უმრავლესობას ის მამაკაცის გენიტალიებს უფრო აგონებს, ვიდრე ოპერის სასცენო რეკვიზიტს.

თემას გამოეხმაურა რეჟისორი ზაზა ორაშვილი, რომელმაც ფეისბუქზე ზემოთხსენებულ “ქვაზე” მსხდომი მსახიობების სურათები გამოაქვეყნა და შემდეგი კომენტარი დაურთო: “უკაცრავად, ბოდიშს ვიხდი, დიდი პატივისცემით… მაგრამ, რაზე ზიან?? რა ჩანაფიქრია?”

პოსტს მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილიც გამოეხმაურა – “მმმმ!!!!! სასაცილოდ ნამდვილად არ რის საქმე, და იმაზე ვგიჟდები, რომ ეს რაღაც “უცნაური” რომ დაინახეს არავის მოუვიდა აზრად ეთქვა რაიმე! მაგალითად ის რომ არ ეკადრება არც ოპერას და არც ამ ჩვენს საოცარ კოლეგებს მსგავსი “დეკორაცია”!”. “სასაცილოდ არ არის, ნამდვილად.მე მართლა გულწრფელად ვკითხულობ. თუ მართლა ასეთი გადაწყვეტაა- გასაგებია, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. შეიძლება, ფინანსების გამოა მწირე დეკორაცია… არ ვიცი…კითხვებს რომ ჰბადებს ის ობიექტი-ფაქტია.” – პასუხობს ორაშვილი. “მანდ რაც ხდება ზოგადად,სამარცხვინო და არასწორი განცხადებებიდან დაწყებული ამ “საოცარი” დეკორაციით დამთავრებული ვერაფერს ვუდგები რბილად! მიყვარს ჩვენი თეატრი და სირცხვილია რაც ხდება!” – წერს კომენტარებში რაჭველიშვილი.

პოსტს ეხმაურება თამარ ივერიც – “ზაზა, ეს “ქვა” საკმაო დავის საგანი გახდა ჩემის მხრიდანაც, ლადოს მხრიდანაც და სხვების. რამდენადაც ვიცი… ბატონ გიზოსაც ჰქონდა ამ თემაზე კონფლიქტური მომენტი მხატვართან. მან წაიღო… გადავაკეთებო და შემდგომ თითქმის ისევ ისეთი მოიტანა. გადაკეთება… ვერავინ შეამჩნია… ზედაპირია მხოლოდ “გაშკურკული” თავად მხატვარი.. მიუხედავად იმისა რომ მას და მის ხელოვნებას დიდ პატივს ვცემ……. თავად აღფრთოვანებულია ამ ქვით და არანაირ შეცვლას ის აღარ ექვემდებარება. ვფიქრობ რომ თეატრის დირექციის და რეჟისორის პრეროგატივაა რაიმის შეცვლა. ჩვენ, როგორც კონტრაქტით მოწვეულ მომღერლებს… კონტრაქტით – დადგმაზე რაიმე “ბუნტის” უფლება არ გვაქვს თუ რაღაც უკიდურესი არაა…. რა ვქნა, არ მინდა უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო თეატრი და ჩემი კოლეგები და ამაზე საჯაროდ ვუსაუბრო. ისინი შეეგუენ და მღერიან! თორემ…ჩემი “რევოლუციური” ხასიათი კი იცი შენ.”

ზაზა ორაშვილის პოსტს არაერთი სახალისო კომენტარიც მოყვა. საოპერო მომღერალ ნანა ქავთარაშვილის კომენტარს – “თუ არ მოაშორებენ საშვილიშვილო გაპაზორება არ ასცდება თეატრს. ამიტომ იმოქმედეთ (Tamar Iveri) საქართველოა ესეც ევროპა ხომ არ არის რომ გაპროტესტების გვეშინოდეს. ისე პიარისთვის ზედგამოჭრილია. მე ვფიქრობ, რომ გამიზნული ჩანაფიქრია……..”, მსახიობი ბასა ხარაზი პასუხობს “ივერი მხოლოდ მაშინ გააპროტესტებს როცა ეგ “საგანი” 2 ცალი დაიდება…”

კომენტარებში ასევე ვკითხულობთ: “ამ დეკორაციაა თუ ნივთი, ის ფილმი გამახსენა “მიდიოდა მატარებელი” : მზის სხივების რა მოგახსენოთ მაგრამ აი მმმმმმმ ტ…ს ნამდვილად გავს-ო რო ამბობს გურამ ფირცხალავა… აი ზუსტად ეგეთი პონტია…..”, ” ჩეხოვის თოფის არ იყოს – და -ბოლოს გაისვრის ნეტავ ? ))))”, “ქართული პორნო-ოპერა”, “ფიშაზე +18 ხომ არ აწერია”, “მე კი ვხვდები რაზეც ზიან, მაგრამ აქ ვერ ვწერ”, “მახსენდება ამ დადგმასთან დაკავშირებით, ოპერის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული კონკურსი რეჟისურისა და მხატვრობის კონცეფციაზე . აი თურმე რამ გაიმარჯვა … ეს დაუმარცხებელი ელემენტი იქნებოდა აღნიშნულ კონკურსში”…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here