სკანდალი არ შედგა – “ყვავილების ქვეყანას” სომხეთი “ევროვიზიაზე“ არ წარადგენს! (ვიდეო)

0
65

ერთ-ერთმა ქართულმა ინტერნეტსაიტმა გაავრცელა სომეხი მომღერლის სერობ აჯემიანის სიმღერა “ჰაიასტან“, რომელიც წარმოადგენს მიხეილ ჩირინაშვილის ცნობილი სიმღერის – “ყვავილების ქვეყანა“, სრულ კოპირებას. საიტი იუწყებოდა, რომ ამ სიმღერას სომხეთი წლევანდელ “ევროვიზიაზე“ წარადგენს. ამ ინფორმაციის გავრცელებამ ქართველების აღშფოთება გამოიწვია.

ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის “ევროვიზიის“ პროდისერს, ნათია უზნაძეს:

დილიდან ვცდილობ დავუკავშირდე ამ საინფორმაციო საიტს, რომლის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ არის სწორი და მაინტერესებს, ვისგან შეიტყვეს, რომ სერომ აჯემიანი წარადგენს სომხეთს “ევროვიზიაზე“. ეს არ არის სწორი, ვინაიდან სომხეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უკვე შეარჩია კონკურსანტი და ის გოგონა გახლავთ, ივეტა მუკუჩიანი. მისთვის სიმღერის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა, რომელიც დასრულდა და სიმღერაც მზად არის.

დილიდან დავუკავშირდი ჩემს კოლეგას სომხეთში, რომელიც ძალიან გაკვირვებული დარჩა და მისთვისაც ისეთივე სიურპრიზი აღმოჩნდა, როგორც ჩემთვის, როცა გაიგო, რომ “ევროვიზიაზე“ სომხეთს თურმე ბიჭი წარადგენს (იღიმის).

ამ კონკურსის მთავარი პრინციპი გახლავთ ის, რომ სიმღერა უნდა იყოს ორიგინალური, სპეციალურად შემსრულებლისთვის შექმნილი, ასე რომ, “ყვავილების ქვეყნის“ კოპირებულ ვერსიას საკონკურსოდ ვერ წარადგენდნენ, ამისი სურვილიც რომ ჰქონოდათ. მინდა ვთხოვო ქართულ საიტებს, გადაამოწმონ ხოლმე ინფორმაცია.

ნინო მურღულია

[jwplayer mediaid=”10741″]

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here