უკვე რამდენიმე წელია 15 აპრილს საქართველოში სიყვარულის დღე აღინიშნება, რომლის დამაარსებელიც ბესო ჩუბინიძე გახლავთ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტმა ეს თარიღი თავისი მეუღლის საპატივსაცემოდ დააწესა.
სოციალურ ქსელში დღევანდელ დღესთან დაკავშირებით არაერთი პოსტი გამოჩნდა და თემას უამრავი ცნობილი სახე გამოეხმაურა… თავად ბესო კი დღეს ტელეკომპანია “იმედის” ერთ-ერთ გადაცემაში გახლდათ დღეს სტუმრად სადაც შემდეგი რამ განაცხადა – “მე, რომ მოვკვდები რა მაგარი გახდება 15 აპრილი აი, ნახავთ…”
გთავაზობთ რამდენიმე პოსტს ფეისბუქიდან:
“და აი დღესაც, ისევე, როგორც ყოველ წელს, გილოცავთ ბესო ჩუბინიძის დაბადების დღეს”
“გაცნობებთ რომ დღეს არარის არანაირი სიყვარულის დღე! დღეს არის ბესო ჩუბინიძის დაბადების დღე რომელმაც საკუთარ დაბადებისდღეზე აესე დაიწესა სიყვარულის დღე. დღეს არის ნარცისიზმის, ორი ჯუჯას, იუმორინას იუმორის და სიბნელის დღე ”
“ამ მწვანე ევგლენამ წლების წინ, 15 აპრილი – თავისი ცოლის დაბადების დღე სიყვარულის დღედ გამოაცხადა და მას შემდეგ სრულიად ერი აღნიშნავს… ვალენტინობამ კიდევ საერო და საეკლესო ინსტანციის ყველა დონეზე გაიარა შემოწმება შეიძლება თუ არა მისი აღნიშვნა ჩვენთვის – მართლმადიდებლებისთვის. “ხომ არ დავკარგავთ ქართველობას და მსგავსი ტიპის “რისკებს” აფასებდნენ…
კითხვა: რატომ აღნიშნავთ ამ მოძალადე გრიმასიანი და ამებას ინტელექტის მქონე ადამიანის დაწესუბულ “სიყვარულის დღეს”?
P.S. … და ვინც აღნიშნავთ ბანძები ხართ, და რატომ ბანძები? იმიტომ რომ ბანძი კაცის ბანძმა ცოლმა იმდენი მოახერხა, რომ თავის დაბადების დღეს გაღნიშნინებთ აგერ უკვე 20 წელია და კიდევ იმიტომ ხართ ბანძები, რომ გეშინიათ წმინდა ვალენტინმა ყოველი წლის თებერვალში ქართველობა არ წაგართვათ…”
“ბესო ჩუბინიძის ცოლის დღეს გილოცავთ”
“გილოცავთ ბესო ჩუბინიძის ცოლთან არსებულ სიყვარულის დღესასწაულს. შეგეწიოთ მისი მადლი”
“რა ვქნა, არ ვცნობ მე ამ დღეს… )) ჯერ ეს ერთი, რომ ვთვლი… სიყვარულის დღე ყოველ დღე უნდა იყოს, არა მარტო შეყვარებულებს შორის არამედ ადამიანებს შორის! მეორეც, უკაცრავად და ბესო ჩუბინიძე არაა ჩემთვის ის კაცი, რომელმაც უნდა დამიწესოს როდის მიყვარდეს და როდის არა…”