„მიუზკბოქსისა“ და „ფორტუნა პლუსის“ ერთობლივი კონკურსი – „სიყვარული ერთ კადრში“ დასრულდა. ინტერნეტმომხმარებლის რჩეული გამოვლენილია და მთავარი პრიზიც, რასაკვირველია, მას ეკუთვნის. ეს გახლავთ სალომე ჯანიაშვილი, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა დააგროვა – 5629. შეგახსენებთ, რომ სპეციალურად მოქმედ საიტზე მხოლოდ 24 საათში ერთხელ იყო ხმის მიცემა შესაძლებელი. სულ 25 161 დაფიქსირდა.
პროექტის ფარგლებში საიტზე უამრავი საინტერესო, ორიგინალური და ლამაზი ფოტო განთავსდა, სულ 129 მონაწილისგან. მათ ერთი ფოტოთი და მინაწერით საკუთარი სიყვარულის ამბავი უნდა გამოეხატათ. ყველაზე დაძაბული „ბრძოლა“ კონკურსანტებს შორის 12 თებერვალს შედგა, როდესაც პირველი ადგილის მფლობელმა მეორე პოზიციაზე მყოფს სულ რაღაც ხუთი ხმით გაუსწრო… „მიუზკბოქსი“ და „ფორტუნა პლუსი“ კონკურსანტს, სალო იმნაძესაც არ დასწყვეტს გულს, რომლის გულშემატკივრებმაც დიდი აქტივობა გამოიჩინეს, და აჯილდოვებს რომანტიკული ვახშმით სასტუმრო “ინტურისტში“.
ინტერნეტმომხმარებლის რჩეული მიიღებს საჩუქარს „ლოპოტასგან“ და თავის შეყვარებულთან, თორნიკე კოლელიშვილთან ერთად 14 და 15 თებერვალს სწორედ ლოპოტაზე გაატარებს. მათ ამ თავგადასავალს „მიუზიკბოქსი“ გადაიღებს და სიუჟეტს მოამზადებს.
გარდა ამისა, გამოვლინდნენ სხვა გამარჯვებულებიც. „ისი პარიმ“ დაასახელა საკუთარი რჩეული, მარიამ სეხნიაშვილი, რომელსაც საჩუქარს გადასცემს. „პონტე ვეკიომ“ ნათია ბაკურაძეს მიანიჭა უპირატესობა და ნათია ამ კომპანიისგან მიიღებს საჩუქარს. გიორგი ჯომარდიძე გახდა „მიუზიკბოქსის“ რჩეული, ხოლო „ფორტუნა პლუსმა“ უპირატესობა დემეტრე დათიაშვილის მიერ გამოგზავნილ ფოტოს მიანიჭა. ორივე მათგანს ელის რომანტიკული ვახშამი რესტორან „ტერასაზე“.
გამარჯვებულებს ყვავილების მაღაზია Flowers.ge ულამაზესი თაიგულებით დააჯილდოებს.
ინტერნეტმომხმარებლის რჩეული – სალომე ჯანიაშვილი
„ფორტუნაპლუსის“ რჩეული – დემეტრე დათიაშვილი
„მუზიკბოქსის“ რჩეული – გიორგი ჯომარდიძე
„ისი პარის“ რჩეული – გიორგი სეხნიაშვილი
„Ponte Vecchio“–ს რჩეული – ნათია ბაკურაძე