19 მარტს ნინო ანანიაშვილს თბილისი ოპერისა და ბალეტის თეატრის დასის წევრებმა განსაკუთრებულად მიულოცეს. მას ოპერის გარეთ მოცეკვავეები დახვდნენ და სიურპრიზად ფლეშმობი მიუძღვნეს. მას დიდი თაიგულიც მიართვეს და ხელშიც აიტაცეს.
ნინო ანანიაშვილი, როგორც ფოტოებზე ჩანს, აღფრთოვანებას ვერ მალავდა. მან მოცეკვავეებს მადლობა გადაუხადა.
ფოტოები თბილისის ოპერისა და ბალეთის თეატრის ოფიციალურმა ფეისბუქ-გვერდმა გაავრცელა.
“კოპენჰაგენში გამგზავრების წინ, თეატრის სამსახურებრივ შესასვლელთან, საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელს ნინო ანანიაშვილის დასის მსახიობებმა მოულოდნელი დღესასწაული მოუწყვეს და დაბადების დღე ფლეშმობით მიულოცეს. ეს თავად ქალბატონ ნინოსთვისაც მოულოდნელი რომ იყო, ეს ფოტოებიც ადასტურებს“. – წერს ოფიციალურ გვერდზე.